მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

საახალწლო ფასდაკლება

14/12/2016

„სიბრძნის კარში“ საახალწლო ფასდაკლება დაიწყო.

შეიძინეთ წიგნები ფასდაკლებით თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის.

   

სიყვარულის ნექტარი / სიყვარული საწამლავია

10/12/2016

ავტორი: ერიკ-ემანუელ შმიტი

ISBN: 9789941235092

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 286

ყდა: რბილი

ფასი: 10.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

"სიყვარულის ნექტარი" და "სიყვარული საწამლავია" ეს ორი მოთხრობა სიყვარულზეა - იმ მარადიულ გრძნობაზე, რომლის იდუმალება კაცობრიობას ჯერ კიდევ ვერ ამოუხსნია. ზოგისთვის ის სიცოცხლის ხელახლა დაწყების შესაძლებლობაა, ზოგისთვის კი - სიცოცხლის დასასრული...

   

უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები

10/12/2016

ავტორი: ჰარუკი მურაკამი

ISBN: 9789941236983

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 282

ყდა: რბილი

ფასი: 13.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

ცუკურუ ტაძაკი რკინიგზის სადგურების მშენებელი მარტოსული კაცია, რომელსაც ადგილი ვერ უპოვია სამყაროში, ის იძენს და კარგავს ადამიანებს და იმ გამოქვაბულს ადარებს თავს, რომელსაც დროებით შეეფარებაინ ხოლმე ჩიტები. ცუკურუ ბავშვობაში ოთხ თანატოლს დაუმეგობრდება, მათ კი მას ზურგი აქციეს და მიატოვეს. წლების შემდეგ ის შეიყვარებს ქალს, რომელიც უბიძგებს მას, წარსულში მომხდარი განხეთქილების მიზეზი გამოარკვიოს. და აი, 16 წლის შემდეგ იგი მიდის თავისი ძველი მეგობრების სანახავად, რომ გაიგოს, რა მოხდა სინამდვილეში...

   

უილ გრეისონი

10/12/2016

ავტორი: ჯონ გრინი, დებიდ ლევითანი

ISBN: 9789941236976

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 251

ყდა: რბილი

ფასი: 12.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

ერთ საღამოს ჩიკაგოში ორი ბიჭის - ორი უილ გრეისონის გზა იკვეთება. არ იფიქროთ, რომ წიგნის ყდაზე გამეორებული სახელი და გვარი უილ გრეისონი დიზაინერთა ხრიკია, საგანგებოდ შექმნილი მხატვრული ეფექტი. აქ თქვენ მართლა ორ უილ გრეისონს შეხვდებით: ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ თინეიჯერს, ორი სრულიად განსხვავებული ავტორის ორ პერსონაჟს, რომელთაც გარემოება მოულოდნელად შეახვედრებს.ჯონ გრინისა და დევიდ ლევითანის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაწერილი სიუჟეტური ხაზები საინტერესო კვეთს ერთმანეთს...

   

სასაფლაოს წიგნი

10/12/2016

ავტორი: ნილ გეიმანი

ISBN: 9789941236969

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 295

ყდა: რბილი

ფასი: 12.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

არავინ არავისია, რომელსაც მეგობრები ვინის ეძახიან,ერთი ჩვეულებრივი ბიჭია. კიდევ უფრო ჩვეულებრივი იქნებოდა, სასაფლაოზე რომ არ ცხოვრობდეს და მის აღზრდა-განათლებაზე მოჩვენებები არ ზრუნავდნენ. აბა რა უნდა ქნა,როცა ცოცხალთა სამყარო მოკვლით გემუქრება? არც სასაფლაოზეა ვინისთვის უცხო საფრთხე და თავგადასავლები, მაგრამ იქ არ უშვებენ კაცს, სახელად ჯეკს, რომელმაც ადრე ვინის მშობლები გაიტაცა. ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ავტორის, ნილ გეიმანის "სასაფლაოს წიგნი" არ დატოვებს გულგრილს ფენტეზის მოყვარულებს.

   

« დაწყება წინა11121314151617181920შემდეგიბოლო»