მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

პოლკოვნიკის მიმწუხრი

14/12/2016

ავტორი: მაჰმუდ დოულათაბადი

ISBN: 978-9941-11-537-0

გამომცემლობა: დიოგენე

გვერდების რაოდენობა: 246

ყდა: რბილი

ფასი: 14.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

მოქმედება მეოცე საუკუნის 80-იან წლებში - ისლამური რევოლუციის გარიჟრაჟსა და ირან-ერაყის ომის დროს, ერთი ღამის განმავლობაში ვითარდება. შაჰის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, რომლისთვისაც ეროვნული იდეალები და ღირსება მთავარ ფასეულობებს წარმოადგენს, შვილები პატრიოტებად აღზარდა და თავისუფალი არჩევანის უფლება მისცა. სხვადასხვა გზის არჩევის მიუხედავად, პოლკოვნიკის შვილები ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს ეწირებიან. ავტორის შთამბეჭდავი თხრობის წყალობით, მკითხველი არა მარტო ერთი ოჯახის ტრაგედიის, არამედ მთელი სახელმწიფოს დრამატული ისტორიის თანამონაწილე ხდება.ცნობილი ირანელი მწერლის მაჰმუდ დოულათაბადის (1940) რომანი „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ ავტორის სამშობლოში დღემდე არ გამოქვეყნებულა, თუმცა ირანის ხელისუფლების მიერ „ყველაზე კონტრრევოლუციურ“ რომანად მიჩნეული ეს თხზულება არაერთ ევროპულ ენაზეა თარგმნილი.

   

საცდელი ნომერი

14/12/2016

ავტორი: უმბერთო ეკო

ISBN: 978-9941-11-536-3

გამომცემლობა: დიოგენე

გვერდების რაოდენობა: 180

ყდა: რბილი

ფასი: 12.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

მილანში აპირებენ გაზეთის გამოცემას, რომელიც მის დამფინანსებელ მედიამაგნატს სერიოზულ გავლენას მოუპოვებს. საცდელმა ნომერმა ცხადი უნდა გახადოს, რომ ამ გაზეთს შეუძლია საფინანსო და პოლიტიკურ წრეებს პრობლემები შეუქმნას. ნომრის მზადების კვალდაკვალ წიგნში რამდენიმე ამბავი ვითარდება: სასიყვარულო თავგადასავალი, ჟურნალისტის მკვლელობა, ბენიტო მუსოლინის აღსასრულისა და მოკავშირეთა სპეცსამსახურების საიდუმლო ისტორია...„საცდელი ნომერი“ ცნობილი იტალიელი მწერლისა და მეცნიერის, უმბერტო ეკოს (1932-2016) ბოლო რომანია, რომელიც ავტორის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გამოვიდა.

   

ოქროს ტაძარი

14/12/2016

ავტორი: იუკიო მიშიმა

ISBN: 978-9941-11-538-7

გამომცემლობა: დიოგენე

გვერდების რაოდენობა: 266

ყდა: რბილი

ფასი: 14.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

მე-20 საუკუნის იაპონური ლიტერატურის შედევრს, იუკიო მიშიმას (1925-1970) „ოქროს ტაძარს“ საფუძვლად კიოტოში მომხდარი ნამდვილი ამბავი უდევს. მწერალი ადამიანის ყველაზე რთულად ასახსნელი ინსტინქტების ჩვენებას ისე ახერხებს, რომ მკითხველს დამზაფრავი გულწრფელობით გამორჩეული მთავარი გმირის თანამზრახველად აქცევს. სილამაზის არსის შეცნობა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად ქცეულა ბუდისტი მორჩილისთვის, რომლის ფიქრებიც მუდმივად დასტრიალებს ოქროს ტაძარს - სრულყოფილების განსახიერებას. რამდენად ძლიერია განადგურების ვნება მაშინ, როცა საკუთარ არასრულყოფილებას ბოლომდე აცნობიერებ? წლების შემდეგ იუკიო მიშიმა სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს, მისი მთავარი გმირის ნააზრევი კი სულ სხვა მნიშვნელობას შეიძენს.

   

თბილისს ვტოვებ ალიონზე

14/12/2016

ავტორი: კახა სულუაშვილი

ISBN: 9789941949562

გამომცემლობა: აზრი

გვერდების რაოდენობა: 202

ყდა: რბილი

ფასი: 10.00

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

კახა სულუაშვილი: "თბილისს ვტოვებ ალიონზე" ჩემი პირველი რომანია და ის, შორეულ რუსეთში, საბჭოთა არმიის 19 წლის რიგითი ჯარისკასცის მონატრებამ შექმნა, მშობლიური ქალაქისა და მისი განუმეორებელი სურნელის მონატრებამ... მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში არაერთ რეალურ პიროვნებას და ფაქტს შეხვდებით, მთლიანობაში ეს თბილისური ამბავი, მაინც თქვენი მონა მორჩილის შეთხზულ ისტორიას წარმოადგენს."

   

ბუზთა ბატონი

14/12/2016

ავტორი: უილიამ გოლდინგი

ISBN: 9789941235672

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 248

ყდა: რბილი

ფასი: 10.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

"ბუზთა ბატონი" - უამრავი სიმბოლიკით დატვირთული ერთგვარი ლიტერატურული პაროდიაა, "რობინზონიადას" ერთ-ერთი ვარიანტი, რომელშიც ველური კუნძულის ერთადერთი ცივილიზებული წარმომადგენლენი ბავშვები არიან. ამ კუნძულზე მოხვედრილი სკოლის მოსწავლეების მაგალითზე, მწერალმა შეულამაზებლად ასახა ადამიანების ქვეცნობიერში ცივილიზებულობის მიღმა მიმალული ურჩხული...

   

« დაწყება წინა11121314151617181920შემდეგიბოლო»