მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

მე გაჩუქებ მზეს

11/02/2017

ავტორი: ჯენდი ნელსონი

ISBN: 9789941245398

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 205

ყდა: რბილი

ფასი: 12.99

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

თავიდან ჯუდი და მისი ტყუპი ძმა ნოადაჯუდი არიან, განუყრელნი. ნოა გამუდმებით ხატავს და მეზობლად მცხოვრებ ქარიზმატულ ბიჭს უმეგობრდება, მამაცი ჯუდი კი ხასხასა წითელ ტუჩსაცხს ისვამს, კლდიდან წყალში ხტება და ორივეს მაგივრად ლაპარაკობს. წლების შემდეგ ისინი ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებიან. რაღაც მოხდა, რის გამოც ტყუპმა განსხვავებული ,მაგრამ ეთნაირად დამანგრეველი ცვლილებები განიცადა... მაგრამ მერე ჯუდი საინტერესო, მომხიბვლავ ბიჭსა და იდუმალებით მოცულ ახალ მასწავლებელს გაიცნობს...

   

მაიაკოვსკის თეატრი

11/02/2017

ავტორი: ცოტნე ცხვედიანი

ISBN: 9789941237287

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 136

ყდა: რბილი

ფასი: 9.90

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

რომან "მაიაკოვსკის თეატრის" მთავარი გმირი, თუთა, ბაღდათში ცხოვრობს. ქალაქი ეკონომიკურმა უთანასწორობამ გეტოდ აქცია, სადაც დრო თითქოს შეჩერებულია და აქ ახალი არაფერი ხდება. თუთასა და მის გარშემო მყოფთათვის არსებობა იმდენად გაუსაძლისია, რომ მის ძმა ცდილობს, მოიფიქროს სცენარი, რომლის მიხედვითაც თუთა სიკვდილს შეძლებს. სცენარის პირველი ვერსიის თანახმად თუთა საოკუპაციო ჯარებს მარტო უნდა დაესხას თავს და შეაკვდეს, მეორე ვერსიით კი თავი ტერორისტად გაასაღოს.

   

ქართველი ქალი ანუ შურისძიება

11/02/2017

ავტორი: აჰმეთ მითჰამ ეფენდი

ISBN: 9789941237218

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 197

ყდა: რბილი

ფასი: 9.90

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

კლასიკოსი მწერალი აჰმეთ მითჰათ ეფენდი(1844-1912)მრავალი ნაწარმოების ავტორია."ქართველი ქალი ანუ შურისძიება",რომელიც ოსმალეთში 1888 წელს გამოიცა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის ოჯახის რუსეთში გადასახლების ისტორიასა და საქართველოს ყოფაზე მოგვითხრობს.მეფისნაცვალ პავლე ციციანოვზე შურისძიების ამბავთან ერთად ავტორი გერმანელი მოგზაურის,გიომ სანის,ენით ჩვენი ქვეყნის მხარეებსა თუ ქალაქების შესახებაც ყვება. "ამ ადგილებში მოგზაურობა ძალიან სასიამოვნო რამ არის.შეუძლებელია სიტყვით გადმოსცე ეს გრძნობა..."

   

მანანა ანუ

28/01/2017

ავტორი: შორენა ლებანიძე

ISBN: 978-9941-463-42-6

გამომცემლობა: არტანუჯი

გვერდების რაოდენობა: 218

ყდა: რბილი

ფასი: 10.90

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანი – „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ – აფხაზურ ენაზე.

   

მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა

16/12/2016

ავტორი: ბოჰუმილ ჰრაბალი

ISBN: 978-9941-11-531-8

გამომცემლობა: დიოგენე

გვერდების რაოდენობა: 108

ყდა: რბილი

ფასი: 9.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა, რომელიც თავის Love-story-ს ჰყვება, თუმცა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ მთავარი გმირის გამორჩევა რთულია: ყველა პერსონაჟი - მზეთუნახავი მანჩინკა, ბოშა ქალები, ახალგაზრდა მუშები ფერად-ფერადი ხელთათმანებით თუ ჰანტას რკინიგზელი ბიძა, რომელიც ხეხილის ბაღში ვაგონეტზე შემომდგარა - მწერლისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.პატარა ადამიანი და მისი უკიდეგანო სამყარო, რეალობის კომიკურობა და უკიდურესი ტრაგიზმი - ეს დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914 - 1997) საყვარელი თემებია, რომლებსაც ავტორი ამ პატარა, მაგრამ მის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანეს რომანში კიდევ ერთხელ უბრუნდება.

   

« დაწყება წინა11121314151617181920შემდეგიბოლო»