მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

ცა მიწიდან იწყება

11/03/2017

ავტორი: ოთარ ჭილაძე

ISBN: 9789941458354

გამომცემლობა: არტანუჯი

გვერდების რაოდენობა: 316

ყდა: რბილი

ფასი: 12.00

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

რაც უფრო ადრე მივუბრუნდებით წიგნს, მით უფრო ადრე აღმოვაჩენთ საკუთარ თავს. ხოლო, როგორც კი საკუთარ თავს აღმოვაჩენთ, მაშინვე გაგვიჩნდება უკეთესობისკენ სწრაფვის სურვილი. წიგნი მარტო იმას კი არ გვიჩვენებს, როგორები ვართ, არამედ - როგორი შეიძლება გავხდეთ, თუკი მას მივენდობით და ვირწმუნებთ. ასე რომ, წიგნს უნდა მივუბრუნდეთ. სხვა გზა არ არსებობს.

   

სიყვარულის დოქტრინა

11/03/2017

ავტორი: ირაკლი კაკაბაძე

ISBN: 9789941470240

გამომცემლობა: ინტელექტი

გვერდების რაოდენობა: 206

ყდა: რბილი

ფასი: 12.00

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

ცხადია, იყო და არის მოსაზრება, რომ სიყვარულის ინსტიტუციონალიზაცია საზოგადოებრივ დონეზე თომას მორის სტილის უტოპიური აზროვნებაა. და ამ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება. თუმცა ბევრ თანამედროვე მოაზროვნეს მიაჩნია, რომ სიყვარულის ინსტიტუციონალიზაციაა სწორედ დღევანდელი კაცობრიობის ერთადერთი საშველი. ამ წიგნში, გარდა სიყვარულის დოქტრინისა, ირაკლი კაკაბაძის მიერ ბოლო ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ბეჭდურ და ელექტრონულ პრესაში გამოქვეყნებული წერილებია შესული.

   

აეროპორტი

11/03/2017

ავტორი: სერგეი ლოიკო

ISBN: 9789941463310

გამომცემლობა: არტანუჯი

გვერდების რაოდენობა: 484

ყდა: რბილი

ფასი: 18.00

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

რომანის მოქმედება იწყება აეროპორტში.აეროპორტის პატარა უკრაინული გარნიზონი დღე და ღამ იგერიებს მტრის იერიშებს. კიბორგები როგორც მათ მტრები უწოდებენ, მოწინააღმდეგეებს ორკებს ეძახიან. კიბორგებთან ერთად აეროპორტში იმყოფება ამერიკელი ფოტოგრაფი, რომლისთვისაც ეს, ომი, სხვაგვარად - რუსეთ-უკრაინის ომი, მის პირად დრამად იქცევა.... სერგეი ლოიკო 2014 წელს იმყოფებოდა დონეცკის აეროპორტში და ოთხი დღე დაჰყო კიბორგებთან.

   

ფუკოს ქანქარა

11/03/2017

ავტორი: უმბერტო ეკო

ISBN: 9789941115417

გამომცემლობა: დიოგენე

გვერდების რაოდენობა: 824

ყდა: რბილი,მაგარი

ფასი: 19.90 ; 29.90

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

"ფუკოს ქანქარა" ცნობილი იტალიელი მწერლისა და მეცნიერის, უმბერტო ეკოს მეორე რომანია. განუმეორებელი სტილი - ისტორიული ფაქტებით მდიდარი, სახალისო და, ამავდროულად, სევდიანი თხრობა დღესაც აჯადოებს მკითხველს. ერთ-ერთი მილანური გამომცემლობის რედაქტორები ოკულტური მეცნიერებებით, საიდუმლო საზოგადოებებით, მსოფლიო შეთქმულებებით ერთობიან. ასე, თამაშ-თამაშით, მოიფიქრებენ „გეგმას“, მაგრამ მეტისმეტი მოსდით: ვიღაც მართლა დაიჯერებს შეთხზულ ისტორიას და დაუნდობელ ბრძოლას იწყებს საიდუმლოს გასაღების ხელში ჩასაგდებად.

   

გაიქეცი!

17/02/2017

ავტორი: ბეკა ფიცპატრიკი

ISBN: 9789941245725

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 331

ყდა: რბილი

ფასი: 11.99

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

ნონა გრეის ცხოვრება ისევ შორს დგას იდეალურისგან. სიცოცხლის გაწირვის მცდელობა სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, შედეგად მფარველი მიიღო - მისტიკური, დამატყვევებელი და სიმპათიური მფარველი. მაგრამ ,მიუხედავად ნორას ცხოვრებაში მისი როლისა, პაჩი სრულებით არ ჰგავს ანგელოზს. ის ახლა კიდე უფრო იდუმალია, ვიდრე ოდესმე და, რაც კიდევ უფრო უარესია, ის საკმაო დროს ატარებს ნორას დაუძინებელ მტერ მარსი მილერთან.

   

« დაწყება წინა11121314151617181920შემდეგიბოლო»