მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

ბრენდინგი მარტივად

11/03/2017

ავტორი: ბილ ჩიარავალე ; ბარბარე ფინდლი ჩენქი

ISBN: 9789941246128

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 408

ყდა: რბილი

ფასი: 14.99

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

გადაშალეთ წიგნი და გაიგეთ: რისი ბრენდირებაა საჭირო, როგორ და როდის; როგორ შევქმნათ ბიზნესის, პროდუქტის და პრესონალური ბრენდები; როგორ გამოვასწოროთ ბრენდის მდგომარეობა; რამდენად მნიშვნელოვანია სწრაფი რეაქცია, თუ თქვენს ბრენდს საშიშროება ემუქრება; ბრენდინგის ათი შეცდომა, რომელიც უნდა ავირიდოთ; ათი ჭეშმარიტება ბრენდინგზე, რომელიც უნდა გვახსოვდეს.

   

გამარჯვებული (ლეგენდა #3)

11/03/2017

ავტორი: მერი ლუ

ISBN: 9789941246036

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 394

ყდა: რბილი

ფასი: 11.99

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

ჯუნიმ და დეიმ ბევრი რამ შესწირეს რესპუბლიკას და ერთმანეთს. ახლა კი მათი ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ჯუნი ძველებურ ძლევამოსილებას იბრუნებას, როგორც სამთავრობო ელიტით გარშემორტყმული მოქმედი პრიცეპსი, დეი კი მაღალ სამხედრო თანამდებობაზე ინიშნება. თუმცა არც ერთს არ შეუძლია, იმ გარემოებების წინასწარ განჭვრეტა, რომლებიც მათ ხელახლა დააკავშირებს.

   

ერთ ბნელ, ბნელ ტყეში

11/03/2017

ავტორი: რუთ უეარი

ISBN: 9789941246135

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 292

ყდა: რბილი

ფასი: 11.99

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

ერთ ბნელ, ბნელ ტყეში შავი, შავი სახლი იდგა... ნორას სკოლის დამთავრების შემდეგ აღარ უნახავს თანაკლასელები... არც თავისი საუკეთესო მეგობარი, ლამაზი კლერი... და აი, წვეულებაზე იწვევენ - კლერი თხოვდება და სურს, თავის მეგობრებთან ერთად გაატაროს რამდენინე დღე, მაგრამ... იმ შავ, შავ სახლში არის შავი, შავი ოთახი, სადაც ტრაგედია ხდება - ტრაგედია, რომლის საიდუმლოს ამოცნობას ტკივილიანი წარსულის გახსნება სჭირდება.

   

ორი წელი,რვა თვე და ოცდარვა ღამე

11/03/2017

ავტორი: სალმან რუშდი

ISBN: 9789941237232

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 400

ყდა: რბილი

ფასი: 15.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

რეალიზმის მორიგი ნიმუშია სალმან რუშდის უახლესი, 2015 წელს დაწერილი რომანი "ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე" - ამბავი ზღაპრული სამყაროდან დედამიწაზე გამოხმობილ ჯინებზე, რომელთა რისხვა მეხად და ქარტეხილებად დაატყდა ქვეყნიერებას; მომავლის პერსპეტივიდან დანახული ამბავი კაცობრიობის სასჯელად მოვლენილ უკონტროლო ძალაზე, რომელიც, როგორც ზღაპრებში, ისევ და ისევ ადამიანის გონებით იმართება.

   

ნანადირევი (შპირიტ Aნიმალს)

11/03/2017

ავტორი: მეგი სტივოთერი

ISBN: 9789941246180

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 232

ყდა: რბილი

ფასი: 11.99

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

ერდასის სამყაროში ცოტას თუ ძალუძს მეომარი ცხოველის მოხმობა ისე, როგორც ეს კონორს, აბეკეს, მეილინსა და როლანს გამოსდის... კავშირი, რომელიც ახალგაზრდებს ცხოველებთან აქვთ, მათ ზებუნებრივ შესაძლებლობებს შემატებს, მაგრამ რა მოხდება, თუკი მებრძოლი ცხოველის მოხმობის სხვა გზაც არსებობს, რომელიც ადამიანს ცხოველის აბსოლუტური კონტროლის ძალას აძლევს? რა მოხდება, თუკი ვინმეს პატივმოყვარეობისა და მზაკვრული გეგმების გამო ებოძა ეს ძღვენი?

   

« დაწყება წინა11121314151617181920შემდეგიბოლო»