მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

სტალინი. წითელი მეფის კარი

03/08/2012

ავტორი: საიმონ სებაგ მონტეფიორე

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 840

ფორმატი: 16X24

ყდა: მაგარი

ფასი: 24.90

გამოცემის წელი: 2012

წიგნი ,,სტალინი. წითელი მეფის კარი’’ საიმონ სებაგ მონტეფიორეს ,,ახალგაზრდა სტალინის’’ ერთგვარი გაგრძელებაა და საბჭოეთის ძლევამოსილი იმპერიის ბელადის ამბავს მოგვითხრობს: როგორ ცხოვრობდა წითელი საბჭოეთის მეფობამდე აღზევებული ქართველი მეწაღის შვილი და ძველი ბოლშევიკებისა თუ პერსპექტიული საბჭოთა ლიდერებისგან შემდგარი მისი უახლოესი წრე; როგორი იყო შიშსა და ღალატში, ძალაუფლებასა და თავაშვებულობაში ჩაფლული ,,სამეფო კარის’’ ბედი; ავტორი მაქსიმალური სიზუსტით აღწერს პორტრეტს ფოლადის ადამიანისა, რომელიც საბჭოთა იმპერიის მშენებლობის, კოლექტივიზაციის, შიმშილობისა და არნახული ტერორის მთავარი შემოქმედი იყო; სწორედ ამ ყველაფერმა შეაძლებინა სამხედრო საქმეში არცთუ კარგად გარკვეულ მთავარსარდალს, უვნებლად გადარჩენოდა მეორე მსოფლიო ომის ქარტეხილებს; მონტეფიორე ერთმანეთის პარალელურად აღწერს სტალინს, როგორც ,,წითელ მეფესა’’ და სტალინს, როგორც მამასა და მეუღლეს; იკვლევს მიზეზებს, რომლებმაც პროვინციული ქალაქის მკვიდრი გულქვა მმართველად აქცია - სასტიკ ბელადად, რომელსაც მილიონობით ადამიანის სიკვდილი უბრალო სტატისტიკად მიაჩნდა...

წიგნი როგორც ცნობილ, ასევე გამოუქვეყნებელ დოკუმენტურ მასალებზეა აგებული. ავტორი თვითმხილველების, სტალინის კარის ბობოლებისა და მათი მემკვიდრეების ნაამბობსაც ეყრდნობა.

   

წიგნის მაღაზია „სიბრძნის კარი“



 

 


 

დააგროვეთ "სიბრძნის ქულები" და აირჩიეთ საჩუქრები

 

გვიპოვეთ ფეისბუქზე, დაგვიმეგობრდით და შეიტყვეთ ახალი გამოცემების შესახებ http://www.facebook.com/sibrdzniskari

   

. წიგნის მაღაზია "სიბრძნის კარი", დაარსადა 2011 წლის 16 მარტს.

. ჩვენ, ვთანამშრომლობთ საქართველოში არსებულ თითქმის ყველა გამომცემლობასთან.

. "სიბრძნის კარი" მომხმარებელს სთავაზობს წიგნების ფართო არჩევანს:

მხატვრულ, საბავშვო, შემეცნებით, ენციკლოპედიურ თუ სხვა სახის ლიტერატურას.

   

« დაწყება წინა101102შემდეგიბოლო»