მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

ჩემი პირველი 1000 სიტყვა

15/11/2013

ISBN : 978-9941-21-205-5
გამომცემლობა: პალიტრა L

გვერდების რაოდენობა: 92

ფორმატი: 25,5X18,5

ყდა: ბალიშა
ფასი: 12.99 ლარი
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
,,ჩემი პირველი 1000 სიტყვა" თქვენი შვილის ლექსიკის გამდიდრებას შეუწყობს ხელს. თემატურად დაჯგუფებული სიტყვები მისთვის ნაცნობ საგნებსა და მოვლენებს, ასევე გარემოსა და სიტუაციებს აღწერს.

   

"მოდერატო კანტაბილე"

23/10/2013

ავტორი: მარგერიტ დიურასი
ISBN: 978-9941-15-911-4
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 116
ფორმატი: 13X19,5
ყდა: რბილი
ფასი: 8.90
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია:

მარგერიტ დიურასის 1958 წელს გამოქვეყნებულ "მოდერატო კანტაბილეს" დიდი აურზაური და ურთიერთსაწინააღმდეგო რეცენზიები მოჰყვა. ზოგი კრიტიკოსი აცხადებდა, შეუძლებელია, ამას წიგნი ვუწოდოთო. ზოგი კი წერდა, "მოდერატო კანტაბილე" ყველაზე სრულყოფილი წიგნია, რომელიც კი მადამ დიურასს ოდესმე დაუწერიაო.
მთავარ გმირს, პორტის დირექტორის მეუღლეს, ანა დებარეს, რომელსაც სული ეხუთება მოსაწყენ, პროვინციულ ქალაქში, თვითონაც ვერ გაუგია, რატომ დასცა თავზარი სრულიად უცნობი ქალის კივილმა და მისი სისხლით მოთხვრილი ცხედრის დანახვამ. ის ყოველდღე დადის კაფეში, სადაც ეს საზარელი დანაშაული მოხდა და შემთხვევით გაცნობილ მამაკაცს უამრავ შეკითხვას უსვამს. ის ურთიერსაწინააღმდეგო მისწრაფებებს შორის იხლიჩება. ვალდებულია, იყოს მოსიყვარულე, მზრუნველი დედა და ერთგული მეუღლე, მაგრამ გულის სიღრმეში სულ სხვა რამ სურს. უცნობი ქალის კივილი ეხმიანება მის სევდას, შინაგან გლოვასა და მწუხარებას.
"მოდერატო კანტაბილე" მკითხველსაც თვალისმომჭრელ სიმართლეს – სიკვდილის გარდაუვლობას, სიყვარულისა და ვნების ფატალურობას აგრძნობინებს.
მთარგმნელი: გიორგი ძნელაძე

   

1001 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ

19/10/2013

ISBN: 978-9941-21-193-5

გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდების რაოდენობა: 960
ფორმატი: 21,5X17
ყდა: მაგარი
ფასი: 32,99
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია:

"1001 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" თვალსაჩინო მიმოხილვაა იმ რომანებისა და მწერლების, რომელთაც მსოფლიო აზროვნება შეცვალეს. ეს განახლებული გამოცემა მოიცავს: 500-ზე მეტ ფერად სურათსა და წიგნების ორიგინალურ ყდებს, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი და რეზონანსული გამოცემების მიმოხილვებს.

   

როგორ შეიცვალა თბილისი

05/10/2013

ავტორი: ალექსანდრე ელისაშვილი
ISBN: 978-9941-15-897-1
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 160
ფორმატი: 21.5X27,5
ყდა: მაგარი
ფასი: 29.90
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია:
ყველა ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია და ამ ორგანიზმს, რა თქმა უნდა, ცვლილება ახასიათებს. არსად, არცერთ ქალაქში არაფერია სტატიკური, გაყინულ-გაშეშებული, მაგრამ ცვლილებაცაა და ცვლილებაც – ალბათ ძნელად მოიძებნება ქალაქი, რომლის ისტორიულ ცენტრს, უკვე ჩამოყალიბებულ განაშენიანებას იმდენი ჩარევა განეცადოს, რამდენიც 1921 წლის მერე დაიწყო და დღემდე გრძელდება თბილისში. უბნები, მოედნები, ქუჩები, ხიდები, სხვა დასხვა რელიგიური მრწამსის საკულტო ნაგებობები საბჭოთა ხელმძღვანელებისა და დამოუკიდებელი საქართველოს მმართველების ხშირად აკვიატებულ ურბანულ ხედვებსა და გემოვნებას შეეწირა. ეს წიგნი სწორედ ამ სახეცვლილებებზეა, იმ ადგილებსა და ნაგებობებზე, რომლებიც იყო თბილისში და ძალიან შეიცვალა, ან სულაც გაქრა და მხოლოდ ფოტოებზე შემორჩა...

   

სიცოცხლის ენციკლოპედია

19/09/2013

ISBN: 978-9941-15-830-8

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 160
ფორმატი: 21,5 X 27,5
ყდა: მაგარი
ფასი: 19,90
გამოცემის წელი: 2013

ჩვენს პლანეტაზე მილიონობით ხილული თუ უხილავი ცოცხალი არსება ბინადრობს და მათ შორის ვართ ჩვენცადამიანები. ამ არსებათაგან ზოგიერთი იმაზე გაცილებით ცოტა ხანს ცოცხლობს, ვიდრე ამ წიგნის წაკითხვისთვისაა საჭირო, ზოგი კი ასწლეულებსა და ათასწლეულებს აღწევს. მიუხედავად სასიცოცხლო დროისა, თითოეული იბრძვის არსებობისათვის და ყოველ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს.
"
სიცოცხლის ენციკლოპედიაში" ინფორმაცია დალაგებულია სახეობათა სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით. აქ უამრავ საინტერესო რამეს გაიგებთ ნაცნობი თუ უცნობი არსებების შესახებ. მათ უკეთ გაცნობაში ფერადი, დეტალური ილუსტრაციები დაგეხმარებათ.

   

« დაწყება წინა101102103104შემდეგიბოლო»