მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

ბიბლიური მოთხრობები პატარებისთვის (იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

20/11/2013

ISBN: 978-9941-15-871-1
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 136
ფორმატი: 23,5 X 26
ყდა: მაგარი
ფასი: 16.90
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
წაუკითხეთ პატარებს ძველი აღთქმის საინტერესო და შთამბეჭდავი მოთხრობები. მარტივად, მათთვის გასაგებ ენაზე გადმოცემული ისტორიები ბავშვებს აუცილებლად დააინტერესებთ. ისინი არც ყოველი ამბის ბოლოს მოცემულ შეგონებას დატოვებენ უყურადღებოდ.
წიგნში შესულია შემდეგი ისტორიები:
ნოეს კიდობანი
იაკობის შვილები
მოსეს დაბადება
დავითის გამარჯვება გოლიათზე
წინასწარმეტყველი დანიელი
წინასწარმეტყველი იონა

   

ითამაშე და ისწავლე ლექსებით

19/11/2013

 


ISBN: 978-9941-431-37-1
გამომცემლობა: ელფი
გვერდები: მუყაოს გვერდები
ფორმატი: 21,5X16X7,5
ფასი: 19.00
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
ელფის წიგნების ეს სერია ხელს უწყობს პატარებს, ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდეთ ლოგიკური აზროვნების, ყურადღების, ეთიკისა და ესთეტიკის უნარ-ჩვევები. ეს მათი პირველი მოგზაურობაა შემეცნების სამყაროში.
ყუთში დევს _ "გაზაფხული", "ზაფხული", "შემოდგომა", "ზამთარი", "ჩემები", "ბებია და ბაბუა", "ჩემი გარემო", "ცუგრუმელა გოგო", "გულადი ბიჭი", "ტყის ბინადარნი", "შინაური ცხოველები", "როცა დიდი გავიზრდები".

   

სატანის ელექსირები

18/11/2013

ფოტო: სიახლე! გამომცემლობა ელფი აგრძელებს სერიას

ავტორი: ერნსტ ჰოფმანი

ISBN: 978-9941-431-53-1

გამომცემლობა: ელფი

გვერდების რაოდენობა: 228
ფორმატი: 16X22
ყდა: მაგარი
ფასი: 14.00
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
ეს რომანი ქართულ ენაზე პირველად გამოდის. რასაკვირველია, მას ჩვენს უახლოეს წარსულში მკაცრი ცენზურის გამო არავინ თარგმნიდა, რადგან რომანში მრავლადაა რელიგიური თემები, საოცრად დამაბნეველი სიუჟეტი, ფანტასმაგორიული გარემოებები, დაუოკებელი ლტოლვისა თუ შემზარავი დანაშაულებების მაგალითები. ავტორის დახვეწილი ფანტაზია მხოლოდ ინსტრუმენტია ადამიანის პიროვნების შინაგანი სამყაროს ამოსაცნობად, რომელიც ირაციონალური, იდუმალი ძალების ხელშია და საკუთარ ინსტინქტებსა და მაღალზნეობრივ მორალს შორის იხლიჩება. რომანს ლაიტმოტივად გასდევს მეორე ,,მესთემა, რისთვისაც ავტორი არაერთხელ მიმართავს იტალიური რენესანსის უდიდეს მხატვარს ლეონარდო და ვინჩის, რითაც ჰოფმანი .. რენესანსული მითის შემოქმედად გვევლინება.

ლეონარდო და ვინჩის პიროვნება დიდად განსაზღვრავს რომანის პრობლემატიკასა და მხატვრულ ქსოვილს. არც ისაა შემთხვევითი, რომ რომანის მთავარი გმირის, მედარდუსის სულიერი მოძღვარი მისი მოსახელეა. ეს უკანასკნელი ცდილობს, მედარდუსი სექსუალურ ექსცესებს თავისი შორსმჭვრეტელური სუბლიმაციის პათოსით აარიდოს. სწორედ ასეთი პათოსით საუბრობს ზიგმუნდ ფროიდი თავის ფსიქოანალიტიკურ ეტიუდში ლეონარდო და ვინჩის იდუმალ გენიაზე! გარდა ამისა, რომანს წითელ ხაზად გასდევს ქრისტიანობისადმი ისტორიული თუ მისტიკური დამოკიდებულება.

   

ღამეული გართობანი ისტორიის მიღმა

18/11/2013

ავტორი: რაფაელ საბატინი

ISBN: 978-9941-431-51-7

გამომცემლობა: ელფი
გვერდების რაოდენობა: 348
ფორმატი: 16X22
ყდა: მაგარი
ფასი: 14.00
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
რაფაელ საბატინის ეს ისტორიული რომანი ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აქ აღწერილი, მწერლის მიერ განსხვავებული მხრიდან და ნახული ევროპის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები, რომლებიც დღემდე იდუმალებითაა მოცული, კომუნისტურ იდეოლოგიას არ მოეწონებოდა. ,,ამ ნაწარმოების წერისას ვცდილობდი, რაც შეიძლება სრულად გამეცოცხლებინა დღემდე შემორჩენილ ჩანაწერებში დახვავებული ასე თუ ისე ცნობილი ამბები და თავისებური ელფერი მიმენიჭებინა მათთვის. ჩემი განზრახვის აღსასრულებლად კაცთა ვნებათაღელვის მეოხებით მათ თავსგადამხდარი უჩვეულო ამბების ასახვა მოვინდომე; იმავდროულად, მათ ერთ მთლიან ამბად შეკვრას ვცდილობდი; მინდოდა ჩანაწერებში დაცული ფაქტები შეულამაზებლად გადმომეცა და წარმოსახვისთვის გასაქანი არ მიმეცა. და თუ მაინც ვუხმობდი წარმოსახვას, მხოლოდ მაშინ, როდესაც ისტორია უღიმღამო მონახაზებს გვთავაზობდა და აუცილებელი იყო მათი ფერებით გაცოცხლება; თუმცა, მაინც ვცდილობდი, სინამდვილეს მივახლოვებოდი და, რაც შეიძლება, ბუნებრივად ამესახა იგი. “_ წერდა ამ წიგნის შესავალში თანამედროვე ბელეტრისტიკის ალექსანდრე დიუმად წოდებული ინგლისელი მწერალი.

   

პრინცესას წიგნი-ჩანთა

15/11/2013

ISBN: 978-9941-21-170-6
გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდების რაოდენობა: 62
ფორმატი : 16,5X14
ყდა: მაგარი
ფასი: 9.95 ლარი
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
დამერწმუნებით, ყველა პატარა გოგონა პრინცესაა. სწორედ მათი საყვარელი სამი ჯადოსნური ზღაპარია შესული ამ ლამაზად ილუსტრირებულ წიგნ-ჩანთაში, რომელიც შეუძლიათ ყველგან თან ატარონ.

   

« დაწყება წინა919293949596979899100შემდეგიბოლო»