მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

"14 კრისტალის თეორია"

17/03/2018

ავტორი: ნილ სეიმონი

ISBN: 9789941239441

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 285

ყდა: რბილი

ფასი: 12.90

გამოცემის წელი: 2018

ანოტაცია

„ფინეთის პატარა სოფლის მახლობლად, უცნაურ ტყეში, სადაც მუდმივად ზამთარია, ცხოვრობს უგო – პატარა ბიჭი, რომელსაც გარესამყაროსთან ურთიერთობას უკრძალავენ. სასახლეში გამოკეტილი უგოს ერთადერთი იმედი ინგეა – კეთილი და მამაცი გოგონა, რომელიც არც კი იცნობს მას, მაგრამ ძალებს არ იშურებს მის დასახსნელად. ბავშვების ხიფათით სავსე თავგადასავალი კი მას მერე იწყება, როცა ინგე უგოსგან უცნაურ შეტყობინებას მიიღებს. შეძლებენ კი ბავშვები, გაუმკლავდნენ დიდ ბოროტებას, რომელიც მხოლოდ მათ კი არა მთელ კაცობრიობას ემუქრება

   

მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)

17/03/2018

ავტორი: თემურ ბაბლუანი

ISBN: 9789941239472

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 496

ყდა: რბილი

ფასი: 14.90

გამოცემის წელი: 2018

ანოტაცია

რთულია,დაამტკიცო შენი უდანაშაულობა,როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან,პროკურატურისთვის მთავარია,საქმე გახსნილად გამოაცხადოს,„გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს.უფრო რთულია,ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში,სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო,თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი,სიცოცხლეს გამოგასალმოს,უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო.ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება,როცა იცი,რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.

   

ცხოველთა სამყარო (წიგნი + ფაზლი + 12 ცხოველის დასადგამი ფიგურა)

11/02/2018

კატეგორია: 3D/ხმოვანი/ფაზლი

ISBN: 9789941238741

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის

გვერდების რაოდენობა: 15

ყდა: მაგარი

ფასი: 30.90

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

ჩვენს პლანეტაზე ბევრი სხვადასხვა საცხოვრებელი გარემოა, სადაც განსხვავებული სახეობის ცხოველები ბინადრობენ. ზოგი თოვლსა და სიცივეში ცხოვრებას ეგუება, სხვები კი უდაბნოებში ან ტროპიკულ ჯუნგლებში ცხოვრებას ამჯობინებს. ააწყვე მსოფლიოს რუკა და აღმოაჩინე თითოეულ კონტინენტზე მობინადრე ცხოველების საინტერესო სახეობები, მათ შესახებ საინტერესო ინფორმაცია კი წიგნში წაიკითხე.

 

   

ააწყვე გასაოცარი გლობუსი

11/02/2018

კატეგორია: 3D/ხმოვანი/ფაზლი

ISBN: 9789941238741

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის

გვერდების რაოდენობა: 48

ყდა: მაგარი

ფასი: 29.90

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

ყველა დროის მკვლევარი დედამიწას გლობუსის დახმარებით სწავლობდა. თუკი გსურს, შენც კარგად გაიცნო და შეისწავლო ჩვენი მშვენიერი პლანეტა, ეს ნაკრები დაგეხმარება. სამგანზომილებიანი ასაწყობი გლობუსი და მკვლევარის წიგნი, რომელშიც დედამიწის მრავალ საინტერესო და მნიშვნელოვან ადგილს, ცოცხალ არსებასა თუ პიროვნებას აღმოაჩენ, დედამიწასა და მის ღირსშესანიშნაობებს შეგაყვარებს.

   

რუკები (დასურათებული მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო)

11/02/2018

ავტორი: ალექსანდრა და დანიელ მიზელინსკები

ISBN: 9789941115592

კატეგორია: შემეცნებითი/განმავითარებელი

გამომცემლობა: დიოგენე

გვერდების რაოდენობა: 116

ყდა: მაგარი

ფასი: 49.90

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

ბოლო წლების საერთაშორისო ბესტსელერი, ყველაზე პოპულარული საბავშვო შემეცნებითი წიგნი „რუკები“ 2012 წელს შეიქმნა პოლონეთში და მოიცავს ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ზოოლოგიური, ბოტანიკური, ზოგადკულტურული ხასიათის ინფორმაციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შესახებ.55 დიდი რუკა 46 ქვეყანასა და 6 კონტინენტს მოიცავს. ყოველ რუკაზე უამრავ საინტერესო ილუსტრაციას და მნიშვნელოვან ფაქტს აღმოაჩენთ, და აუცილებლად მოგინდებათ კიდევ უფრო მეტის გაგება. ზურგის ქარს გისურვებთ!

   

« დაწყება წინა12345678910შემდეგიბოლო»