მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

მატყუარა

24/04/2016

ავტორი: ნორა რობერტსი

ISBN: 9789941242571

გამომცემლობა: პალიტრა ლ

სერია: წლის ბესტსელერი #1

გვერდების რაოდენობა: 596

ყდა: რბილი

ფასი: 16.95

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

შელბი-ენ ფომროი-ფოქსვორდი დაქვრივდა.

ილუზიები გაქრა.

კაცი, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა,არა მხოლოდ მატყუარა აღმოჩნდა,თურმე არც არსებობდა...

შელბის სიმშვიდე და ახალი ცხოვრების დაწყება სურს,ამიტომ თავის გოგონასთან ერთად შინ, სამხრეთში ბრუნდება...

მაგრამ შეძლებს კი დაივიწყოს ტკივილი, იმედგაცრუება და სიცრუე? გააგრძელებს ცხოვრებას ისე რომ არ გაარკვიოს სიმართლე?

ქმრის საიდუმლო უთუოდ უნდა ამოხსნას.შელბი მზად არის დაწყებული გამოძიება დაასრულოს, რათა წარსულმა აღარასოდეს აღარ შეახსენოს თავი.

თუმცა მშობლიურ ქალაქ რანდევუ-რიჯში კვლავ საფრთხე ემუქრება.საფრთხე ემუქრება მის საყვარელ ადამიანსაც.

მკვლელობის მცდელობა მხოლოდ დასაწყისია!

მწერალი , რომელიც მუდამ გვაოცებს და გვართობს თავისი ახალი რომანით. ნორა რობერტსონი უდავოდ ნიჭიერი შემოქმედია

   

უნა & სელინჯერი

24/04/2016

ავტორი: ფრედერიკ ბეგბედერი

ISBN: 9789941242595

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 264

ყდა: რბილი

ფასი: 11.99

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

ერთმანეთი 1941 წელს გაიცნეს და მათი რომანი სულ რამოდენიმე თვე გაგრძელდა .მერე სელინჯერი ომში წავიდა, უნა კი ჩარლი ჩაპლინს გაჰყვა ცოლად. ულამაზესმა გოგონამ უსახელო,დამწყებ მწერალს ხანდაზმული მუნჯი კონოს ვარსკვლავი არჩია, რადგან ის საიმედო დასაყრდენი იყო,მასთან მშვიდი ,უზრუნველი ცხოვრება ელოდებოდა,სელინჯერი კი ლოდინი - ლოდინი მისი მწერლად ჩამოიყალიბებისა, ლოდინი გაუჭირდა, არ მოინდომა...ჩაპლინთან აწმყოც და მომავალიც ცხადი იყო. სელინჯერთან- ბუნდოვანი. მისი" კლდის პირზე, ჭვავის ყანაში" ჯერ კიდევ წინ იყო, წინ იყო ომის საშინელებანი,გულისტკენა უნას დაკარგვის გამო და იმედგაცრუება.წინ იყო სიბერეში განდეგილობა...რომანი "უნა & სელინჯერი" ფრედერიკ ბეგბედერის თაყვანისმცემლებს სასიამოვნოდ გააოცებს.ამჯერად თქვენ სრულიანდ სხვანაირ ბეგბედერს გაიცნობთ,ცინიკოსსა და ირონიულს კი არა, სენტიმენტალურს, სევდიანს,გულთბილს. წიგნი სიყარულზეა,ბეგბედერის საყვარელი მწერალი, ჯერომ სელინჯერისა და ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატ იუჯინ ო'ნილის ქალიშვილის,უნას სიყვარულზე.

   

არ ილაპარაკო

18/04/2016

ავტორი: ბეკა ფიცპატრიკი

ISBN: 2300000001259

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 314

ყდა: რბილი

სერია: შენი თაობის არჩევანი

ფასი: 11.99

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

ნორა გრეის ჯერ არავისთან გაუბამს რომანი... ის არასოდეს დაინტერესებულა თანაკლასელი ბიჭებით.. თუმცა ყველაფერი პაჩის გამოჩენასთან ერთად იცვლება, რომელიც თავისი ეშმაკური ღიმილითა და წყვდიადივით შავი თვალებით თითქოს ნორას სულში იცქირება. ნორამ, უკვე აღარ იცის ვის ენოდს. პაჩი ყოველთვის იქ არის, სადაცა ნორა და მის შესახებაც, თითქოს ყველაზე მეტი იცის. ნორას ვერ გადაუწყვეტია, მიიღოს მისი სიყვარული თუ გაიქცეს და დაიმალოს. აქ უკვდავები და დაცემულები ერკინებიან ერთმანეთს. სიმართლე ძალიან საშიშია!!!

   

ქრისტინი

13/04/2016

ავტორი: სტივენ კინგი

ISBN: 9789941242113

გამომცემლობა: პალიტრა ლ

სერია: TOP თრილერი

გვერდების რაოდენობა: 481

ყდა: რბილი

ფასი: 14.99

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. 17 წლის არნი ქრისტინის დანახვისთანავე მიხვდა, რომ მის დასაუფლებლად ყველაფერ იზამდა. ქრისტინი ქალი არ არის, მაგრამ არნი თავდავიწყებით უყვარს. არნის მხოლოდ ქრისტენი ახსოვს - დაავიწყდა დედა-მამა, განყრელი მეგობარი, საყვარელი გოგონა, რომლის გულის მონადირება მისთვის სასწაულს უდრიდა. ქრისტინი ძველი "პლიმუთია", რომელიშიც მოხუცის ბოროტი სულია ჩასახლებული და ამქვეყნად ყველა და ყველაფერი სძულს, გარდა თავისი პატრონისა. მაინც, როგორ უნდა მოკლა რაღაც, რაც ცოცხალი არ არის?

   

ლისაბონის ღამე

13/04/2016

ავტორი: ერიხ მარია რემარკი

ISBN: 9789941242106

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 312

ყდა: რბილი

ფასი: 11.99

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

ევროპა მეორე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ნაციზმი მძლავრობს და მთელ ხალხებსა და ქვეყნებს აჩანაგებს, ადამიანებს კი ართმევს უკანასკნელ - პატივს და ღირსებას - აიძულებს მიატოვონ საკუთარი სამშობლო და სხვა ქვეყნებში გადასახლდნენ. რომანის გმირების სულიერი სამყარო და დატირალებული უბედურება საბედისწროდ ერწყმის ერთმანეთს. ავტორი თითქოს თავად გვევლინება მთხრობელის როლში და გვიამობობს იმ ადამიანთა გრძნობებსა და განცდებზე,რომლებიც ცდილობენ ამ ძნელბედობის ჟამს შეინარჩუნონ არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ ადამიანური სახე.

   

« დაწყება წინა21222324252627282930შემდეგიბოლო»