მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

ომისდროინდელი სიცრუეები

23/05/2016

ავტორი: ლუის ბეგლი

ISBN: 9789941242991

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 202

ყდა: რბილი

ფასი: 9.95

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

ბავშვების ნაამბობს,რომლებიც საშინელ დევნისა და სისასტიკეს გადაურჩნენ,უდიდესი ძალა აქვს. მათ სიტყვებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია - ფაქტები თავად მეტყველებენ ყველაფერზე. ასეთია პატარა მაცეკის ამბავიც ლუის ბეგლის შესანიშნავ რომანში " ომისდროინდელი სიცრუეები" ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში მცხოვრები ებრაელი ბიჭის ნაძალადევი ღიმილის უკან ბევრი რამ იმალება - საკუთარი დაუმარცხებლობის რწმენით შეპყრობილი გერმანელი ოფიცერი, ვარშავის გეტოს დაბომბვის საშინელი სურათი, უკრაინელ სადამსჯელო რაზმთა სისასტიკე...

მაგრამ მაცეკი თავის ისტორიას მაშინ გვიყვება, როცა უკვე ზრდასრული მამაკაცია,რომელიც მრავალი წელი ცდილობდა ბავშვობის დავიწყებას, ახლა კი თვალს გაუსწორებს იმ სულიერ იარებს , არასოდეს რომ არ მოუშუშდება. მისი თავშესაფარი და ნუგეში კლასიკური ლიტერატურაა - "ენეიდა" და დანტეს "ღვთაებრივი

კომედია" , მისი "ჯოჯოხეთი" . წაკითხულს მაცეკი მახვილგონივრულ , მაგრამ სარკასტულ ინტერპრეტაციას უძებნის - მისთვის დანტეს ვერგილიუსი " ტექნიკური კვალიოფიკაციის მქონე ებრაელს ჰგავს, რაიხისთვის აუცილებლად საჭროს " და მაინც ის გამუდმებით იტანჯება, რადგან "კაცს, რომელსაც სევდიანი თვალები აქვს, სჯერა, რომ რაღაც სამუდამოდ შეიცვალა მასში ისე, როგორც ნაცემ ძაღლში, და ღმერტები ამას ვერ განკურნავენ".

 

   

ილუსტრირებული მსოფლიო ატლასი"

19/05/2016

კატეგორია: გეოგრაფია

ISBN: 9789941213496

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 304

ყდა: მაგარი

ფასი: 64,99

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

"მსოფლიო ატლასი" საერთაშორისო კარტოგრაფების ჯგუფისა და თემატური რუკის სპეციალისტების ხელმძღვანელობით შეიქმნა. ატლასი მოიცავს 330-ზე მეტ რუკას, მათ შორისაა – 46 რეგიონული, ოთხივე ოკეანის დეტალური და მსოფლიოს 18 თემატური რუკა. თითოეული კონტინენტის რუკას თან ახლავს თანამგზავრიდან გადაღებული სურათები, ფიზიკური, პოლიტიკური და ანთროპოგენური ზემოქმედების რუკები.

   

გამოღვიძება (ვამპირის დღიურები #1

19/05/2016

ავტორი: ლ. ჯ. სმითი

ISBN: 9789941236341

სერია: ვამპირის დღიურები

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 213

ყდა: რბილი

ფასი: 9.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

ფელს ჩერჩის სკოლის ყველაზე პოპულარული გოგოს, ელენა გილბერტის გულს ქალაქის ახალი მკვიდრი, იდუმალი და სიმპათიური სტეფან სალვატორე იპყრობს, თუმცა ყმაწვილი ელენას ყურადღებას არ აქცევს. გოგონა მეგობრებთან ერთად ფიცს დებს, რომ ბიჭს ხელში ჩაიგდებს. ქალაქში კი მდგომარეობა იძაბება: სალვატორეს უფროსი ძმა, დეიმონი, სტეფანზე შურისძიებას გეგმავს. სალვატორეების იდუმალი ოჯახი, უჩვეულო თავდასხმები, მკვლელობა ჰელოუინის წვეულებაზე, შავსამოსიანი უცნობი და უზარმაზარი ყვავი, რომელიც თვალს არ აშორებს გოგონას.

   

მე,ერლი და მომაკვდავი გოგონა

08/05/2016

ავტორი: ჯესი ენდრიუსი

ISBN: 9789941242656

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 306

ყდა: რბილი

ფასი: 11.99

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

YALSA- საუკეთესო რომანი მოზარდებისთვის!

ტოპათეულის ლიდერი!

ABC-ს "ახალი ხმის "არჩევანი!

ნოველისტი და მუსიკოსი ჯესი ენდრიუსი პიტბურგში (პენსილვანიაში ) დაიბადა. დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. უყვარს მოგზაურობა და ერთი თავისებურება აქვს: უცხო, ახალ ქვეყანასა თუ მისთვის საინტერესო კუთხეში დიდიხნით რჩება ხოლმე.

მე,ერლი და მომაკვდავი გოგონა" მისი პირველი რომანია, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა.ჯესიმ ამ წიგნში მთელი თავისი გრძნობები ჩადო, კრიტიკოსების თქმით მწერალმა საუკეთესოდ აღწერა სიყვარული, ძლიერი მეგობრობა და ამავდროულად თინეიჯერების განცდები. "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა " ყველა მოზარდისთვის საყვარელ წიგნად იქცა.

   

სიკომოროთა მწკრივი

08/05/2016

ავტორი: ჯონ გრიშემი

ISBN: 9789941242564

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 593

ყდა: რბილი

ფასი: 17.99

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

სიკომოროთა მწკრივი - ტრაგედიის დასაწყისი და დასასრული! იმ ღამემ ძმების ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. უმცროსი გადაიკარგა და ძალიან დიდხანს ემალებოდა წარსულს. უფროსმა ძმამ კი, მშობლიურ ოლქში ცხოვრება განაგრძო, მაგრამ გამუდმებით ღრნიდა დანაშაულის გრძნობა... მძიმედ დაავადებულმა, სანამ სიკომოროს ხეზე ჩამომხრჩვალს იპოვიდნენ, მრავალმილიონიანი ქონება შინამოსამსახურეს უანდერძა... ადვოკატმა - ჯეიკ ბრაიგენსმა, ნაფიცი მსაჯულები უნდა დაარწმუნოს, რომ უფროს ძმას ამ უცნაური სურვილის საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა.

   

« დაწყება წინა21222324252627282930შემდეგიბოლო»