მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

მიდი, დააყენე დარაჯი

27/05/2016

ავტორი: ჰარპერ ლი

ISBN: 978-9941-23-648-8

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 290

ყდა: რბილი

ფასი: 14.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

დოქტორი ფინჩის ეს სიტყვები რომანში ასახულ პრობლემატიკას განსაზღვრავს. ლეგენდარული "ნუ მოკლავ ჯაფარას" მთავარი გმირი, ნიუ-იორკში განათლებამიღებული ჯინ ლუიზი დროებით უბრუნდება თავის მშობლიურ მეიკომს, ტიპურ სამხრეთულ ქალაქს, სადაც უმწვავეს პრობლემას აწყდება. ეს არის კონფლიქტი პიროვნების სინდისსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზროვნებას შორის; ეს არის კერპების მსხვრევის ხარჯზე საკუთარი „მეს“ აღმოჩენის მტკივნეული ხანა. ახალგაზრდა ქალი დილემის წინაშე დგება – შეეგუოს რასობრივი დისკრიმინაციით გაჯერებულ რეალობას, რომლის ნაწილიც მისი სათაყვანებელი მამა და ახლობლებიც აღმოჩნდნენ, თუ წინ აღუდგეს მას.

ახალბედა მწერლის მგზნებარებით გამორჩეული ეს რომანი, 50 წლის განმავლობაში დაკარგული და 2015 წელს აღმოჩენილი, უფრო ადრე დაიწერა, ვიდრე "ნუ მოკლავ ჯაფარას", თუმცა მოქმედება 20 წლის შემდეგ ვითარდება.

ჰარპერ ლი ჩვეული იუმორითა და ირონიით გვიხატავს ამერიკის სამხრეთში გაღვივებულ რასობრივ პრობლემას და მასთან ბრძოლის წყურვილით აღტყინებული ახალგაზრდა ქალის განცდებს.

   

იმედის სხივთა კრებული

27/05/2016

ავტორი: მეთიუ ქუიქი

ISBN: 978-9941-23-621-1

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 298

ყდა: რბილი

ფასი: 13.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

ესაა ამბავი ისტორიის ყოფილი მასწავლებლისა და კალათბურთის მწვრთნელის – ახალგაზრდა პეტ ფიფოლსის შესახებ, რომელიც ბალტიმორის ფსიქიატრიული კლინიკიდან წამოსვლის შემდეგ საცხოვრებლად მშობლების სახლში ბრუნდება. იგი ცდილობს, აკვიატებად ქცეული „განშორების დრო“, რომელიც, მისი აზრით, ყოფილმა ცოლმა, ნიკიმ დაუწესა, საკუთარი თავის გამოსწორებასა და ნიკის დაბრუნების მცდელობაში დახარჯოს, ამიტომ მთელ დღეს ფიზიკურ ვარჯიშს უთმობს. პეტს, რომელსაც ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი აქვს, ოჯახი და მეგობრები ეხმარებიან. მის ცხოვრებაში გამოჩენილი ახალი მეგობარი ტიფანი კი ყველანაირად ცდილობს, რეალობა, რომელსაც პეტი მთელი მონდომებით გაურბის, მთელი სიცხადით დაანახოს, რათა მან, ბოლოს და ბოლოს, ახალი ცხოვრება დაიწყოს.

   

ღამის მატარებელი

27/05/2016

ავტორი: მარტინ ემისი

ISBN: 9789941115011

კატეგორია: დეტექტივი

გამომცემლობა: დიოგენე

გვერდების რაოდენობა: 168

ყდა: რბილი

ფასი: 10.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

"ღამის მატარებელს" ერთი შეხედვით, კალსიკური დეტექტივის ყველა მთავარი ნიშანი აქვს. გამომძიებელი მაიკ ჰულიჰანი ცდილობს გაარკვიოს,რატომ უნდა მოეკლა თავი ახალგაზრდა ქალს, ვისაც საზრუნავი და სადარდებელი არაფერი ჰქონდა. რთული გამოცანა დაკვირვებას, მოვლებენის სხვადასხვა მხრიდან დანხვას და ზედაპირულ შეფასებაზე უარის თქმას ითხოვს.ის, რაც მარტინ ემისის რომანში ხდება, არ ჰგავს სხვა დეტექტივებში მომხდარ ამბებს და,შესააბმისად შეკითხვაზე პასუხის გაცემაც უფრო რთულდება.ეს არის ბოლომდე გაუმხელელი სიმართლის წიგნი

   

თათრების უდაბნო

27/05/2016

ავტორი: დინო ბუცატი

ISBN: 978-9941-11-519-6

გამომცემლობა: დიოგენე

გვერდების რაოდენობა: 228

ყდა: რბილი

ფასი: 11.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

გამოცემა დინო ბუცატის დაბადებიდან 110-ე წლისთავს ეძღვნება.სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერ ჯოვანი დროგოს უდაბნოს კიდეზე მდებარე სასაზღვრო გარნიზონში აგზავნიან. ბასტიანის ციხესიმაგრეში სამხედროები მუდმივ მზადყოფნაში არიან. დღეები დაძაბულ მოლოდინში გადის, რადგან, ადრე თუ გვიან, უდაბნოს მხრიდან მტერი უნდა გამოჩნდეს...იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის, დინო ბუცატის (1906-1972) ”თათრების უდაბნო” მეოცე საუკუნის რომანებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. წიგნმა ბევრ თანამედროვე დიდ მწერალზე მოახდინა გავლენა.

   

კუჯო

27/05/2016

ავტორი: სტივენ კინგი

ISBN: 9789941115134

გამომცემლობა: დიოგენე

გვერდების რაოდენობა: 334

ყდა: რბილი

ფასი: 12.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

რომანი "კუჯო" სტივენ კინგის შემოქმედების ერთ-ერთ ძირითად ჟანრს, ჰორორს მიეკუთვნება. ამ რომანს საფუძვლად რეალური ამბავი დაედო, რომელმაც იმდენად ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მწერალზე, რომ ცოფიანი სენბერნარი მის რამდენიმე წიგნში ფიგურირებს. კუჯო კეთილი, ჭკვიანი და ერთგული ძაღლია, რომელსაც ძალიან უყვარს ადამიანები. მას არავისთვის ვნების მიყენება არ უნდა, მაგრამ ცხელი ზაფხულის ერთ საბედისწერო დღეს ცოფიანი ღამურების სამყოფელში ცხვირის შემთხვევით ჩაყოფა შეიწირავს მის და ოთხი ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის, სიცოცხლეს. ამ შემზარავი ამბის ფონზე კი რამდენიმე მძაფრი ადამიანური დრამა თამაშდება…

   

« დაწყება წინა21222324252627282930შემდეგიბოლო»