მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

ყველაფერი, ყველაფერი

08/06/2016

ავტორი: ნიკოლა იუნი

ISBN: 978-9941-23-649-5

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 322

ყდა: რბილი

ფასი: 12.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

მედლინ ვითიერს იშვიათი და უცნაური დაავადება აქვს და ამიტომ სახლიდან ფეხი არასდროს გაუდგამს. მის სტერილურ ოთახში ყველაფერი თეთრია წიგნების ყდების გარდა. რა ხდება მაშინ, როდესაც მეზობლად ახალი ოჯახი გადმოდის და მედლინის ცხოვრებაში ჩნდება ოლი - ბიჭი, რომელიც ვერასდროს ისვენებს? "ყველაფერი, ყველაფერი" არის ისტორია იმ მღელვარებისა და გულისტკენაზე, რომელიც საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლას და სიყვარულის გამო რისკზე წასვლას შეიძლება მოჰყვეს.

   

გოგონა ობობას ქსელში

08/06/2016

ავტორი: დევიდ ლაგერკრანცი

ISBN: 978-9941-23-624-2

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 480

ყდა: რბილი

ფასი: 14.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

მკითხველი უკვე კარგად იცნობს ჰაკერ ლიზბეთ სალანდერს (" გოგონა დრაკონის ტატუთი", "გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა", "გოგონა რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია")

ჟურნალისტმა ბლუმკვისტმა უნდა გაარკვიოს, სად არის ლიზბეთი და დაეხმარება თუ არა ისევ, ლიზბეთმა კი უნდა გამოიკვლიოს ,რა დარჩა მამამისის მიერ შექმნილი კრიმინალური იმპერიისგან.

მთავარი გმირები აღმოჩდებიან ობობას ქსელში,რომელსაც ჯაშუშები, დამნაშავეები,სხვადასხვა ქვეყნის კორუმპირებული თანამდებობის პირები ქმნიან. თავიანთი საიდუმლოს დასაცავად ისინი არც მკვლელობას ერიდებიან...

2004 წლის 9 ნოემბერს ჟურნალისტი სტინგ ლარსონი გულის შეტევით გარდაიცვალა. ის ვერ მოესწრო საკუთარი რომანების არნახულ წარმატებას მსოფლიოს მაშტაბით - დაიბეჭდა 75 მლნ ეგზემპლარზე მეტი.

შვედმა ჯურნალისტმა და მწერალმა დევიდ ლაგერკრანცმა ისე გააგრძელა მილიონობით მკითხველის საყვარელი პერსონაჟის თავგადასავალი, რომ ავტორის სტილი დაიცვა და თან არც მის ფანტაზიას უღალატა. წიგნი ერთდროულად გამოსცა მსოფლიოს 25_მა გამომცემლობამ და გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერი გახდა.

   

გადამალვა

06/06/2016

ავტორი: ალეკო შუღლაძე

ISBN: 9789941115165

გამომცემლობა: დიოგენე

გვერდების რაოდენობა: 199

ყდა: რბილი

ფასი: 9.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

"ალეკო შუღლაძე ლიტერატურული სივრციდან გაქრა. გადაიმალა. 15 წლით... რომან „გადამალვაში“ კი მთელი ეს პერიოდია ჩაწნეხილი: 15 წლის განმავლობაში ნაფიქრი, განცდილი და თავს გადამხდარი. ეს წიგნი კონტრასტების წიგნია. ალეკო შუღლაძე ინარჩუნებს თავის სტილს, რომლითაც ლიტერატურაში მოვიდა და ახალ ტონალობებს სძენს მას. ესაა რომანი, სადაც სიკვდილს და ავადმყოფობას ებრძვიან, სადაც ადამიანები ურთიერთთანადგომას სწავლობენ ამ ბრძოლაში, სადაც სტერეოტიპებისა და კომპლექსებისგან თავისუფლდებიან." - შოთა იათაშვილი.

   

სინდერი, მთვარის ქრონიკა

06/06/2016

ავტორი: მერისა მეიერი

ISBN: 978-9941-24-304-2

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 360

ყდა: რბილი

ფასი: 12.99

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

მოსახლეობას სასიკვდილო სენი ემუქრება! ადამიანები და ანდროიდები ახალი პეკინის ხმაურიან ქუჩებში დაიანრებიან. კოსმოსიდან კი სხვა საფრთხე მოდის: მთვარის ვერაფი მაცხოვრებლები ჩასაფრებულად და თავდასხმისთვის ხელსაყრელ მომენტს ელიან. არავი იცი, რომ მთელი დედამიწის ბედი ერთ გოგონაზეა დამოკიდებული.

   

ამერიკელი სნაიპერი

06/06/2016

ავტორი: კრის კაილი

ISBN: 978-9941-24-293-9

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 394

ყდა: რბილი

ფასი: 12.99

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

1999 წლიდან 2009 წლამდე ამაერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა, სნაიპერმა კრის კაილმა ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურა ამერიკის შეერთებული შტატების შეაირაღებული ძალების ისტორიაში. მისმა თანამებრძოლებმა, ვის სიცოცხლესაც იგი იცავდა ერაყში, - სახლების სახურავებიდან თუ ჩასაფრებული პოზიციებიდან, "ლეგენდა" შეარქვეს, მტრებმა კი "ალშაითანი", ანუ ეშმაკი უწოდეს და მისი მოკვლისთვის ჯილდო დააწესეს. კაილი დოკუმენტური სიზუზსტით აღგვიწერს ომის საშინელებას.

   

« დაწყება წინა21222324252627282930შემდეგიბოლო»