მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

სოფის სამყარო

24/06/2016

ავტორი: იუსტიან გორდერი

ISBN: 978-9941-23-652-5

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 577

ყდა: რბილი

ფასი: 14.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

„სოფის სამყარო“ თრილერის ჟანრში დაწერილი რომანია და ამავე დროს, ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელო. წიგნში მოთხრობილია თოთხმეტი წლის სოფი ამუნდსენის ამბავი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ორწინადადებიან უცნაურ წერილს მიიღებს: „ვინ ხარ შენ? როგორ შეიქმნა სამყარო?“ ასე იწყება სოფის თავგადასავალი, მისი ფილოსოფიური მოგზაურობა სოკრატედან სარტრამდე, ინტელექტისა და ფანტაზიის საკვირველი ნაზავი, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, ბავშვის თვალით შეხედოს სამყაროს.

   

ვერნონ გენიოს ლითლი

24/06/2016

ავტორი: დიბისი პიერი

ISBN: 978-9941-23-570-2

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 415

ყდა: რბილი

ფასი: 13.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

ტეხასის პატარა ქალაქ მარტირიოში შემაძრწუნებელი ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩვიდმეტი მოსწავლე ამოხოცეს. თანაკლასელთა მკვლელობაში ეჭვმიტანილია 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლი, მანამდე არაფრით გამორჩეული მოსწავლე. პოლიცია და საზოგადოება ვერნონისაგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვს, სასამართლო სიკვდილს მიუსჯის, მასმედია კი ცდილობს, იგი ახალი ლაივშოუს გმირად აქციოს...

   

მაიკლ კეის ცხოვრება და დროება

11/06/2016

ავტორი: ჯ.მ. კუტზეე

ISBN: 978-9941-23-640-2

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 244

ყდა: რბილი

ფასი: 10.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, XX საუკუნე, აპართეიდის დრო. კეიპტაუნიდან, სადაც სამხედრო მოქმედებები ვითარდება, მებაღე მაიკლ კეის ავადმყოფი დედა მიჰყვას პრინს-ალბერტში, ფერმაში, სადაც ის დაიბადა.. ვინ არის ნაწარმოების მთავარი გმირი? მას ფიზიკური ნაკლი აქვს - კურდღლის ტუჩით დაიბადა, ცოტათი გონებრივადაც ჩამორჩენილია, მაგრამ ეს ერთი შეხედვით, პატარა შეუმჩნეველი ადამიანი სრული თავისუფლებისკენ მიისწრაფვის. მაიკლს უბრალოდ სურს იცხოვროს თავისი ცხოვრებით, სხვა არაფერი არ სჭირდება

   

ბანი მანროს აღსასრული

11/06/2016

ავტორი: ნიკ ქეივინი

ISBN: 978-9941-23-629-7

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 244

ყდა: რბილი

ფასი: 10.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

ნიკ ქეივი ცნობილი პოეტი, რომანისტი, სცენარისტი და მუსიკოსია, რომელმაც სახელი როკ-ბენდ Nიცკ ჩავე ანდ ტჰე Bად შეედს-თან ერთად გაითქვა. "ბანი მანროს აღსასრულის" გმირი, კოსმეტიკითა და მარადიულ მშვენიერებაზე ოცნებით მოვაჭრე ბანი მანროს ცოლი უეცარად გარდაეცვლება და ცდილობს ცხოვრებას ფეხი აუწყოს. ის თავის მცირეწლოვან ვაჟთან ერთად გზას გაუდგება. ვიდრე ბანი კოსმეტიკით სავსე ჩემოდანსა და თავის სექსუალურ ქარიზმას კარდაკარ დაატარებს, ცხრა წლის ბანი უმცროსი უფროსების სამყაროს მანქანის ფანჯრიდან უყურებს.

   

მე ვარ ლეგენდა

11/06/2016

ავტორი: რიჩარდ მეთისონი

ISBN: 978-9941-23-625-9

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 226

ყდა: რბილი

ფასი: 10.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

ნაწარმოები პოსტაპოკალიფსურ ჟანრს განეკუთვნება. მან უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე ლიტერატურაში ვამპირებსა და ზომბების სახეების ჩამოყალიბებაზე. წიგნის მთავარი პერსონაჟი ბოლო ადამიანია დედამწიაზე.საშინელი პანდემიის გამო მისი ყოველი მცხოვრები ვამპირად იქცა. მხოლოდ რობერ ნევილს ვერ დააკლო ვირუსმა ვერაფერი.გმირი მარტოდმარტო, შეუპოვრად იბრძვის - სხვა გზაც არ აქვს. იმისათვის, რომ გადარჩეს, მან არ უნდა დაკარგოს იმედი, მიუხედავად იმისა, რომ ერთადერი ცოცხალი არსება,ძაღლი მოუკვდა, ქალი კი უღალატებს..

   

« დაწყება წინა21222324252627282930შემდეგიბოლო»