მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

დატუსაღებული ისტორია (უძველესი დროიდან XIX საუკუნის დამდეგამდე)

01/12/2016

კატეგორია: საქართველოს ისტორია

ISBN: 9789941089794

გამომცემლობა: საქართველოს სსრ სახელმწიფო გამომცემლობა თბილისი

გვერდების რაოდენობა: 500

ყდა: რბილი

ფასი: 25.00

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

ეს წიგნი არის ცდა მოთხრობილ იქნას მთლიანი კურსი მეცნიერულ საფუძვლებზე აგებული საქართველოს ისტორიისა,რათა მისი გამოყენება შესაძლებელი იყოს საშუალო სკოლის უფროს კლასებში. ხსნენებული კურსის შექქნისათვის აუცილებელ ნიადაგას შეადგენდა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მდიდარი ისტორიოგრაფია, ხოლო პირობებს - ის იდეური ატმოსფერო და ნივთიერი ბაზისი,რომელიც საქართველოს ისტორიის მეცნიერებამ მოიპოვა საკავშირო მეცნ. აკადემიის ყოფილ საქართველოს ფილიალის მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში

   

სოფლის მეურნეობა (პური ჩვენი არსობისა)

01/12/2016

კატეგორია: მებაღეობა/მეურნეობა

ISBN: 9789941244018

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 306

ყდა: რბილი

ფასი: 29.95

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

წიგნში აღწერილია საქართველოს სოფლის მეურნეობის მრავალფეროვნება, მცენარეებისა და ცხოველების აბორიგენული ჯიშების და ენდემური სახეობების სიმრავლე, რომელთაც როგორც საწარმმოო, ისე განსაკუთრებული სასელექციო დანიშნულება აქვთ; ყურადრება გამახვილებულია ქართული სოფლის თავისებურებებზე, ოჯახურ მეურნეობაზე, ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიციაზე, აგროტურიზმის განვითარების დიდ შესაძლებლობებზე; ქართული სოფლის მეურნეობით ინვესტორების დაინტერესბის მიზანშეწონილობაზე.

   

კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო

01/12/2016

ავტორი: დენი როჯერსი

ISBN: 9789941244162

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 230

ყდა: რბილი

ფასი: 11.99

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

ასიდან ერთ კამპანიას აქვს "დიდი იდეა". ეს წიგნი სწორედ იმ ერთ პროცენტზე მოგითხრობთ; წიგნი გვაწვდის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის ბიზნესის განვითარების ისტორიას ბოლო ოთხწლეულის ყველაზე დიდი კამპანიების მაგალითებზე. წიგნში აღწერილია პოლიტიკური, კორპორაციული და გასართობი კონკრეტული ცხრა კამპანია 70-იანი წლებიდან დღემდე. მოცემულია ამ სანიმუშო კამპანიების წარმმართველი ადამიანების, მსოფლიოს "კაშკაშა ვარსკვლავების" შეხედულებები, სტრატეგია და ტაქტიკა, ინტერვიუები.

   

ჩელენჯერის უფსკრული

01/12/2016

ავტორი: ნილ შუსტერმანი

ISBN: 9789941243448

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 462

ყდა: რბილი

ფასი: 13.99

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

ჩელენჯერის ღრმული დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილია, ზღვის დონის დაბლა 10 994კმ-ზე, წყნარ ოკეანეში მდებარეობს და საიდუმლოებებით არის მოცული. ასეთივე იდუმალია შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის გონება - ღრმა და მიუწვდომელი სურათების, სახეების, ამბების საუფლო. მისი ხილვა მაშინ არის შესაძლებელი, თუკი კეიდენ ბოსხის თხრობას მიჰყვებით, მასთან ერთად ახვალთ საზღვაო ხომალდზე, საოცარი ეკიპაჟის წევრობას გაბედავთ და ფსიქიატრიულ კლინიკასა და ოკეანის სივრცეებს შორის ჩაიკეტებით.

   

საძაგელი მამიდა

01/12/2016

ავტორი: დევიდ უოლიამსი

ISBN: 9789941244032

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 306

ფასი: 11.99

ყდა: რბილი

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

სტელა საქსბი "საქსბი-ჰოლის" ერთადერთი მემკვიდრეა, მაგრამ ძნელია, მამიდა ალბერტასა და მის ბავარიულ ბუს წინ აღუდგე. მამიდა, ალბათ, ყველას მოსიყვარულე და მზრუნველი წარმოგიდგენიათ, მაგრამ ცდებით. თუ ის არ გაძლევს უფლებას საყვარელ ტელეგადაცემას უყურო, გაიძულებს ჭამო საზიზღარი ჭარხლის წვნიანი, დაგცინის, ყველაზე გემრიელ შოკოლადს თვითონ მიირთმევს, გაიძულებს თავისი მოქსოვილი, ჩხვლეტია ჯემპრი ჩაიცვა და თუ ოჯახში დატრილებული ტრაგედიის მიზეზი ეს სასტიკი ქალია, შენ კი პატარა ობოლი გოგონა ხარ,რა უნდა გააწყო?

   

« დაწყება წინა21222324252627282930შემდეგიბოლო»