მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

მონანიება

12/11/2018

ავტორი: იენ მაკიუენი

ISBN: 9789941301261

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 450

ყდა: რბილი

ფასი: 19,90

გამოცემის წელი: 2018

ანოტაცია

...„პირვანდელი ჩვენების ისევ და ისევ გამეორება აძლევდა ბრაიონის საშუალებას, შეცდომის ბუნდოვანი შეგრძნებისაგან გათავისუფლებულიყო და იმ ზიანის სიდიადეზე არ ეფიქრა, რასაც სხვას აყენებდა“.21-ე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული რომანი ოთხი ნაწილისა და დროის სამი მონაკვეთისგან შედგება. ტალისების მრავალრიცხოვანი ოჯახის უმცროსი ქალიშვილი, ცამეტი წლის ბრაიონი საბედისწერო შეცდომას უშვებს.ნაწარმოებში აღწერილია, თუ როგორ ცვლის ეს შეცდომა შეყვარებული წყვილის - სესილია ტალისისა და რობი ტერნერის ცხოვრებას სამუდამოდ, ხოლო ბრაიონის დიდი ძალისხმევა სჭირდება მონანიებისათვის.ბუკერისა და სხვა მრავალი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი იენ მაკიუენი თოთხმეტი რომანისა და მოთხრობების ორი კრებულის ავტორია. „მონანიება“ საყოველთაოდ მიჩნეულია მაკიუენის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად.

   

ხოჭოების ბრძოლა

12/11/2018

ავტორი: მ. ჯ. ლეონარდი

ISBN: 9789941301704

გვერდების რაოდენობა: 272

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ყდა: რბილი

ფასი: 12,90

გამოცემის წელი: 2018

ანოტაცია

დარკუსი, ვირჯინია და ბერტოლტი ისევ ერთად არიან. უჩვეულო, მაგრამ ერთგული მეგობრების დახმარებით, ისინი კვლავ ცდილობენ, წინ აღუდგნენ ლუკრეცია კატერს, რომელიც ამაზონის ჯუნგლებშია გამაგრებული და მზაკვრულ გეგმებს აწყობს. მას გიგანტური ხოჭოების მთელი არმია ჰყავს, რომლის საშუალებითაც მსოფლიოს დაპყრობა სურს და თუ არავინ შეაჩერებს, სამყაროს გარდაუვალი განადგურება ემუქრება...

   

ყვითელი ველოსიპედი

06/08/2018

ავტორი: გაბრიელ ნაპოლეონე ელბანო

ISBN: 9789941476952

გამომცემლობა: ინტელექტი

გვერდების რაოდენობა: 286

ყდა: რბილი

ფასი: 12.00

გამოცემის წელი: 2018

ანოტაცია

გაბრიელ ნაპოლეონ ელბანოს ,,ყვითელი ველოსიპედი" ერთგვარი კინო-რომანია, გამოკვეთილი და დასამახსოვრებელი კინო-გმირებით. რომანის მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა მწერალი, ალესანდრო ბონარდი პოლიტიკური ვითარებისა და დევნის გამო ტოვებს ქვეყანას და ემიგრაციაში მიდის.მოქმედება იტალიაში ხდება,თუმცა ქართველი მკითხველი ბევრ ნაცნობსა და ახლობელს აღმოაჩენს,უახლოესი ისტორიიდან.გარდა პოლიტიკური ხაზისა,მნიშვნელოვანია დიდი სიყვარულის ამბავი,რომელსაც ეძღვნება წიგნი.რომანში გამოყენებულია რეალური სასიყვარულო წერილები..

   

კოსმოსი და მზის სისტემა (წიგნი+ფაზლი)

29/04/2018

კატეგორია: ასტრონომია/კოსმოსი

ISBN: 9789941236945

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

ყდა: მაგარი

ფასი: 32.90

გამოცემის წელი: 2018

ანოტაცია

წინ საინტერესო თავგადასავალი გელოდება! წაიკითხე წიგნი, წარმოიდგინე, რომ ნამდვილი ასტრონავტი ხარ და იმოგზაურე კოსმოსში, შეისწავლე ეს ამოუცნობი, უკიდეგანო სამყარო. ყუთში დაგხვდება 205-ნაწილიანი ფაზლი და 32-გვერდიანი წიგნი! ფაზლის ზომა 98 X 67 სმ

   

ლილოს ანჯელესი (Lilos Angeles)

29/04/2018

ავტორი: გიორგი კეკელიძე

ISBN: 9789941239502

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 113

ყდა: რბილი

ფასი: 7.90

გამოცემის წელი: 2018

ანოტაცია

გრიგოლი და მარიამი გურიის პატარა ქალაქში ცხოვრობენ 90-იან წლებში და ერთ დანგრეულ სკოლაში სწავლობენ. ირგვლივ გაჭირვება, სიკვდილი და უიმედობაა. გრიგოლს უყვარს აჭარიდან გადმოსახლებული მარიამი, და მარიამსაც უყვარს ბიჭი...ორივე გულუბრყვილოდ ოცნებობს მომავალზე, გრიგოლი - მარიამის ცოლად შერთვაზე, მარიამი კი, თავისი აზრით, ლამაზ, ფერად სამყაროზე – ლილოს ბაზრობაზე, რომელიც მისთვის ახალ ცხოვრებაში შესასვლელი კარი უნდა გახდეს.რომანი LILOS ANGELES გიორგი კეკელიძის ბოლო წიგნია.

   

« დაწყება წინა12345678910შემდეგიბოლო»